Wednesday, August 8, 2018

sen anlat karadeniz / შავი ზღვის ნაამბობი

ეს ის სერიალია,რომელმაც მილიონობით მაყურებელი ტელეეკრანებს მიაჯაჭვა,რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა.სერიალი ახალგაზრდა ქალის ნეფესის გულისამაჩუყებელ ისტორია მოგვითხრობს:
ნეფეს ზორლუ 24 წლის ახალგაზრდა ქალია,რომელსაც მთელი ცხოვრება მშვიდად სუნთქვუს საშუალება არ მისცემია,დედამისი მასზე მშობიარობას გადაყვა,ხოლო მამამ იგი ვედათს მიჰყიდა,როცა 16 წლის იყო,17 წლისას შვილი შეეძინა,სახელად იგიტი,მას შემდეგ ის თვითგადარჩენისთვის იბრძვის,მოძალადე ქმრის,ვედათის ხელში გაუსაძლისად უწევს ცხოვრება,ქმარი ყოველდღე ფიზილურად უსწორდება მას,ნეფესმა რამდენჯერმე სცადა გაქცევა,მაგრამ ყველა ცდა ამაო გამოდგა,ყოველ ჯერზე პოულობენ და უკან აბრუნებენ,ნეფესი მალავს თავის ტკივილს,ის არავისგან ითხოვს შველას,ის კიუტი და ამაყი ქალია...
მაგრამ ერთხელაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი,სახელად თაჰირ ქალელი,რომელიც მეზღვაურია,მისთვის უცხოა სენტისიური გრძნობები,საოცრად უხეში,იმპოლსიური დ აჯიუტი ადამიანია,თუმცა ამავე დროს საოცრად კეთილი გული აქვს,29 წლის თაჰირს ძალიან უყვარს შავი ზღვა და ხშირად ცურავს ხოლმე,არ იზიდავს კომპანიის საქმიანობა და ზღვაში, გემზე კაპიტნობას ამჯობინებს...თაჰირს ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და არავის აძლევს მათი შეურაწყოფის უფლებას,ვერ იტანს უსამართლობას და გამუდმებით ჯიუტად ებრძვის უსამართლობასა და უსამართლობებს,იგი საოცრად მამაცი ადამიანია და უკან არაფერზე იხევს,თუნდაც სასწორზე თავისი სიციცხლე იდოს,ერთ დღესაც,ეს შეუპოვარი ადამიანი მოევლინება მხსნელად ქმრისგან გაწამებულ ნეფესს.








No comments:

Post a Comment